თარიღი    დრო

გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 20:43 04.21.2017 269

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესს შეხვდა.

შეხვედრისას რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამემამულეების მდგომარეობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საჭიროა აზერბაიჯანელი მოსახლეობის მეტი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ის პროექტები განიხილა, რომელიც აზერბაიჯანელი თანამემამულეებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ზვიადაძე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%