21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4038 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.95 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.5718 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5751 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.33 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6591 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0757 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 აპრილიდან შევა ძალაში.