თარიღი    დრო

Wizz Air-ი ქუთაისის ბაზის გახსნიდან 6 თვეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 16:45 04.21.2017 91

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა დღეს, ქუთაისში წარმატებული ბაზირების 6 თვე აღნიშნა. 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან მხოლოდ 6 თვეში, ავიაკომპანია Wizz Air თავისი დაბალბიუჯეტური ფრენებით მოემსახურა 100,000-ზე მეტ მგზავრს. გარდა ამისა, 2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებით (იანვარი-მარტი), ავიაკომპანიამ დააფიქსირა 200%-იანი ზრდა 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში 2016 წელს, საქართველოში 168,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა Wizz Air-ის შესავიშნავი დაბალბიუჯეტური მომსახურებით, რითაც ხელი შეეწყო ადგილობრივი საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებასა და ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ავიარესი  შესრულდა 2012 წლის სექტემბერში და 4 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად, 2016 წლის 23 სექტემბერს ქუთაისში გაიხსნა ავიაკომპანიის 25-ე ბაზა, ერთი ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით. რითაც ავიაკომპანიამ თავისი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებების ქსელი 8 ქვეყნის 11 ავიამიმართულებამდე გაზარდა. ბაზის დაარსება კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 36 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას.

ქართული ავიაბაზრის დაბალბიუჯერუტი ფრენებისა და მაღალი ხარისხის ლიდერი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქართველი მგზავრების ერთგულია 2012 წლიდან, როდესაც ავიაკომპანიამ შეასრულა თავისი პირველი ავიარეისი კიევიდან ქუთაისის მიმართულებით. როგორც პირველი ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო სამგზავრო ავიარეისების შესრულება განახლებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, Wizz Air-ი წარმატებით ფართოვდება საქართველოს ავიაბაზარზე და თავის მგზავრებს დაბალბიუჯეტური ფრენებით მოგზაურობის უფრო დიდ, არჩევანს სთავაზობს. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისი გახდა ავიაკომპანიის 25-ე ბაზირების აეროპორტი, ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის ახალი საჰაერო ხომალდით და 36 ადგილობრივი სამუშაო ადგილით ავიაკომპანიაში. ქუთაისში ბაზირებით ავიაკომპანიამ გააფართოვა თავის დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი 11 ახალი ავიამიმართულებამდე ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის ახალი, ლონდონის (ლუტონი) ავიამიმართულება, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის 18 ივნისიდან. ავიაკომპანია Wizz Air-ი, 2017 წელს 85%-ით გაზრდლილი მგზავრთა რაოდენობით, ქუთაისის მგზავრებს სთავაზობს 365,000-ზე მეტ ადგილს გაყიდვაში.

Wizz Air-ი უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მომავალშიც იმედოვნებს შემომავალი ტურისტული ნაკადის ხელშეწყობას, საავიაციო და ბიზნეს ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, რაც შექმნის ევროპაში მოგზაურობის დამატებით შესაძლებლობას 100-ზე მეტი მიმართულებით, ავიაკომპანიის ბუდაპეშტის, ვარშავის, ვილნიუსის და კატოვიცეს ბაზების გამოყენებით. მგზავრებს შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ნებისმიერი მიმართულებით ავიაკომპანიის საიტის და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მათზე ადაპტირებული, მარტივი დაჯავშნის სისტემით, მხოლოდ 44.99 ლარიდან. 
“ბაზირების დაწყებიდან მხოლოდ 6 თვეში, Wizz Air-ს შესანიშნავი შედეგი და მგზავრთნაკადის ზრდა ჰქონდა. ჩვენმა, როგორც საქართველოში მოღვაწე ლიდერი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის ინვესტიციამ ქვეყანაში, მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და 2017 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი გასამმაგდა. 2017 წელს ლონდონის ახალი ავიამიმართულების დამატებასთან ერთად, ჩვენი ქსელი ფართოვდება 8 ქვეყნის 11 მიმართულებამდე. ჩვენ ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ჩვენს ქართველ მგზავრებს კიდევ უფრო მეტ, ახალ და საინტერესო ავიამიმართულებას შევთავაზებთ, რითაც ხელს შევუწყობთ ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებას”,  განაცხადა თბილისში პრესკონფერენციის დროს, ავიაკომპანია Wizz Air-ის დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 74%
შემცირდა 22.1%
არ შეცვლილა 4%