თარიღი    დრო

წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის მედიათეკების გაერთიანების ორივე ფილიალში 23 აპრილს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:09 04.21.2017 416

23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება თბილისის მედიათეკების გაერთიანების ორივე ფილიალში.
მერიის ინფორმაციით, ვაკის ფილიალში 12:00-დან 18:00 საათამდე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა. მონაწილეობენ შემდეგი გამომცემლობები: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, პალიტრა L, გამომცემლობა "კენტავრი", ხოლო " წიგნის სამყარო" წარმოადგენს შემდეგ გამომცემლობებს: ელფი, საქართველოს მაცნე, პეგასი, ლოგოსპრესი. 15:00-18:00 საათზე, ყოველ ნახევარ საათში, გაიმართება რამდენიმე ახალი გამოცემის პრეზენტაცია თავად ავტორების მიერ. ესენი არიან: გიორგი კალანდია, ოთარ ჯირკვალიშვილი, ლუკა ბაქანიძე, ალინა ოქროპირიძე (მთარგმნელი) და ეკატერინე ტოგონიძე. მედიათეკაში გამართულ ღონისძიებაზე გამომცემლობები მკითხველს სთავაზობენ სპეციალურ აქციებს და ფასდაკლებებს!
ვარკეთილის ფილიალში 12:00-საათზე ჩატარდება ვორქშოფი დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის “როგორ დავამზადოთ ხელნაკეთი წიგნი”. შეხვედრის შემდეგ მწერალი და პოეტი დიანა ანფიმიადი შეხვდება ბავშვებს და წარადგენს წიგნს, რომელიც იქმნება 6 წლის ილუსტრატორის ნახატების მიხედვით. 14:00 საათიდან კი ვარკეთილის ფილიალშიც მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
წიგნის საერთაშორისო დღესთან ერთად, 23 აპრილს საავტორო უფლებათა დაცვის დღეც აღინიშნება.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.5%
შემცირდა 19%
არ შეცვლილა 3.5%