ისრაელში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ გამოდიან

იერუსალიმში პარლამენტის წინ დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მარიხუანას მოხმარებას წინააღმდეგ გამოვიდნენ. მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ქნესეთმა მხარი ერთი თვის წინ დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მოხმარება დანაშაულად აღარ ჩაითვლება. გაეროს მონაცემებით,მარიხუანას ისრაელის მოსახლეობის 9 პროცენტი მოიხმარს, თუმცა, ებრაელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია. ქვეყანაში 25 ათასამდე ადამიანს მსუბუქი ნარკოტიკის სამედიცინო მიზნით მოხმარების ლიცენზია აქვს.