თარიღი    დრო

ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი წესით - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 14:01 04.21.2017 436

ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი წესით, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ,,ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით, პლებისციტი უნდა ჩატარდეს.

,,არ მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს. ისევე როგორც იმის თაობაზე, საპარლამენტო რესპუბლიკა გვექნება და როგორია საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა და როგორია საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა. არ მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი იყოს. გააჩნია, კითხვის ფორმულირება როგორი იქნება - ხალხო, გართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას და როგორ ფიქრობთ ამაზეო? - გეტყვიან არას. ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი წესით. ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ ისევე როგორც ის, რამდენად ეფექტური მთავრობა ეყოლებათ. ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%