თარიღი    დრო

მოსამართლეების შეურაცხყოფის ფაქტებზე ახალი რეგულაციების დაწესებას ეკა ბესელია მიესალმება

საქართველო, თბილისი - 12:17 04.21.2017 298

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის წინადადებას, მოსამართლეების შეურაცხყოფის საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დადებითად აფასებს.

,,ამას არავითარი სახე არ აქვს არც კანონპროექტის და არც რაიმე საკანონმდებლო წინადადების. მოსაზრების, დისკუსიისა და განსჯის ეტაპზე საუბარია, რომ გარკვეული ზღვარი იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებასა და იმ დასაშვებ კრიტიკას შორის, რომლის მიღმა უკვე შეიძლება სასამართლოს შეურაცხყოფის, ან ზემოქმედების შემადგენლობა იყოს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ მოქმედი ნორმაა, რომელიც სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, ან ხელის შეშლას ეხება და ეს ისედაც დასჯადი ქმედებაა, მაგრამ რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, თქვენ იცით, რომ კონვენცია და კონსტიტუცია ამ უფლებას იცავს, მაგრამ ეს აბსოლუტური უფლება არ არის. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს და შეგვიძლია, აქედან ვიხელმძღვანელოთ, როდის შეიძლება კრიტიკა დასაშვებად ჩაითვალოს და როდის ირღვევა ადამიანის პატივი და ღირსება. ამ თემაზე დისკუსიის გახსნა ურიგო არ იქნება“, - განმარტა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%