თარიღი    დრო

მთავრობას სურს რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გაქრეს საერთაშორისო რადარებიდან - შოთა მალაშხია

საქართველო, თბილისი - 20:11 04.20.2017 302

„უკვე ხუთი თვეა გასული და ერთი შეკრება ვერ მოახერხეს, აქედან ცალსახად ჩანს თუ რა უნდათ“,- განაცხადა წინა მოწვევის პარლამენტის წევრმა, შოთა მალაშხიამ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას. მან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის დაგვიანებული ამოქმედება შეაფასა. მისი თქმით, მთავრობა პრორუსული პოლიტიკის გამტარებელია და ეს დაყოვნებაც ამის გამოხატულებაა.

„მთავრობას საკუთარი პრორუსული ორიენტაციიდან გამომდინარე სურს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გაქრეს საერთაშორისო რადარებიდან“- განაცხადა მალაშხიამ.

მან წინა მოწვევის პარლამენტში კომისიის მუშაობა გაიხსენა:

„როდესაც რაღაც ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ აფხაზეთში ბიზნესის დაწყება სურდათ ესპანელებს, იტალიელებს ან სხვას, ვუკავშირდებოდით საელჩოებს და ვაზუსტებდით ნამდვილად იყო თუ არა მსგავსი ფაქტები. ახლა კი ვხედავთ, რომ სულ სხვა რაღაცები ხდება. რუსეთის ქმედებების „გაპრავებით“ არის დაკავებული „გაზპრომის“ მეწილე ივანიშვილი“,- განაცხადა შოთა მალაშხიამ „ჯი-ეიჩ-ენთან“.

შეგახსენებთ, რომ კომისიის დაგვიანებული ამოქმედების შესახებ განცხადება „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ გააკეთა. მისი თქმით, უმრავლესობა გულგრილად ეკიდება ამ საკითხს და  არ ჩქარობენ მუშაობის დაწყებას.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%