თარიღი    დრო

კასინი უკანასკნელად უახლოვდება სატურნის მთვარე ტიტანს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 19:37 04.20.2017 541

ნასას საჰაერო ხომალდი „კასინი“, ამ კვირაში საბოლოოდ მიუხალოვდება სატურნის ნისლით დაფარულ მთვარე ტიტანს.  ხომალდის  ციურ სხეულთან მიახლოება, მისიის საბოლოო შესაძლებლობაა შეისწავლოს ზედაპირზე არსებული ნახშირწყალბადის თხევადი ტბები და ზღვები, რომლებიც მთვარის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონშია განლაგებული. ხომალდი გამოიყენებს მულტიფუნქციურ რადარს, რათა უკანასკნელად შეაღწიოს ატმოსფერულ ნისლში და აღბეჭდოს ზედაპირის დეტალური სურათები.

ტიტანთან მიახლოება 21 აპრილის, 23:08 წუთზეა ნავარაუდები ( 2:08, 22 აპრილი, აღმოსავლეთის დროით). მისიის განხორციელებისას, კასინი ტიტანის ზედაპირს 21,000 კილომეტრი საათში სიჩქარით, 979 კილომეტრზე მიუახლოვდება.

კასინის რადარი ტიტანის მეთანური ზღვების ცვლილებას დააკვირდება და შეეცდება პატარა ტბების სიღრმისა და განლაგების სტრუქტურის პირველადი და საბოლოო კვლევები შეაჯეროს. რადარი ასევე გამოიკვლევს ტიტანის „მაგიურ კუნძულს“, იდუმალებით მოცულ მახასიათებელს, რომელმაც ფორმა მრავალჯერ შეიცვალა. მეცნიერები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ახნან ამ თვისების არსი და დაადგინონ ეს ტალღებია, გიგანტური ბუშტები, მცურავი ქიმიური წარმონაქმნები თუ რაიმე ჯერჯერობით აუხსნელი მოვლენები.

ეს მიახლოება არის ხომალდისათვის 127-ე მისია და კასინის დიდებული დასარულის წინა სამზადისი, როცა ის სატურნის რკალსა და მის ზედაპირს შორის 22 დაშვებას განახორციელებს, რათა მეცნიერებს უტყუარი ინფორმაცია მოაწოდოს, წარმოქმნის ასაკზე, მასასა და გრავიტაციულ თვისებებზე. 21 აპრილის, ტიტანის გრავიტაცია  ხომალდს სატურნისაკინ განიზიდავს და თანდათან დაიახლოებს. საბოლოოდ კი პლანეტის რკალსა და ატმოსფეროს შორის გაჩერდება და 22 დაშვებას განახორციელებს. კასინის ხომალდი მისიას გრანდიოზული ფინალით 15 სექტემბერს დაასრულებს.

 

 

 






konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%