ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე საჩივარს, რომელიც ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნას გულისხმობს, ხელს დღეს მოაწერს. საჩივარი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა მოამზადა, რომელსაც ამ დღეებში სტრასბურგის სასამართლოში გადააგზავნის.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით დაცვის მხარის უფლებები იზღუდება. მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე საუბრობენ დეკანოზის ადვოკატებიც და მათი საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვენ.