თარიღი    დრო

„ქართულ ოცნებას“ დეოკუპაციის პოლიტიკა არ აქვს - თამარ კეკენაძე

საქართველო, თბილისი - 17:58 04.18.2017 6890

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს. მისი განმარტებით, „ლავროვის ვიზიტი რა თქმა უნდა არის რუსული ოკუპანტური პოლიტიკის ჩვეული გამოვლინება და ასევე, იმის ნათელი მაგალითი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს ქვეყნის დეოკუპაციის მკაფიო და ეფექტიანი ხედვა“.

თამარ კეკენაძის თქმით „რუსეთის მხრიდან ასეთი პროვოკაციული ქმედებები არის მიზანმიმართული. ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში კიდევ უფრო აგრესიული გახდა რუსეთის ქმედებები და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოს საკითხი არ დაბრუნდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღისწესრიგში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, არც პოლიტიკური ნება და არც რესურსი არ აქვს გაატაროს სწორი საერთაშორისო პოლიტიკა ამ მიმართულებით. ,,თავისუფალ დემოკრატებს“ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით არსებითი ცვლილების განხორციელება შესაძლებელია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რეალობაში. “

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ლავროვის ვიზიტს მოჰყვეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ამიტომ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისფულებას ახლა მაინც გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და უზრუნველფყოს, რომ არცერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ჩატარდეს საქართველოს საკითხის დასმის გარეშე.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%