თარიღი    დრო

გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტს ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 11:35 04.18.2017 1151

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.

“უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობიით. სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედება წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.  რუსეთის ფედერაციის მცდელობები საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია ეწინაღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს."- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. 

პრეზიდენტის თქმით, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და მოუწოდებს რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისაკენ.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ლავროვი აფხაზეთში ორი დღე დარჩება და შეხვდება ე. წ. პრეზიდენტს და ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე გახსნის რუსეთის "საელჩოს" ახალ შენობას.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%