თარიღი    დრო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:49 04.18.2017 2092

ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი.

უწყების ცნობით,  დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი ბაბუნაშვილი, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები 1989 წელს დაბადებულები რევაზ  სრესელი და ლევან  ბოლათაშვილი.

როგორც ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი,  მიმდინარეობს მუშაობა, რათა სასაზღვრო სამსახურმა საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნოს.

შეგახსენებთ, ტყვეობაში გორის რაიონის სოფელ არცევის სამი მკვიდრია, რომლებიც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართებს მიღმა მოქცეული სასაფლაოდან წაიყვანეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%