თარიღი    დრო

პროდუქტები, რომლებიც ზრდის მამაკაცურ ნაყოფიერებას

საქართველო, თბილისი - 21:17 04.12.2017 764

ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი ხილი და ბოსტნეული დაახლოებით 10%-ით ზრდის მამაკაცურ ნაყოფიერებას, რაც გამოწვეულია მათში კაროტინისა და ლიკოპინის მაღალი შემცველობით. კაროტინი აძლიერებს სპერმის მოძრაობას, ხოლო ლიკოპინი ხელს უწყობს მათ სწორ ფორმირებას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ითვალისწინებდა 200 ადამიანის მონაწილეობას, რომლებიც მკაცრად იცავდნენ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან შემდგარ დიეტას.

როგორც მეცნიერების მიერ მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, ყვითელი და ნარინჯისფერი შეფერილობის ხილსა და ბოსტნეულს შორის სტაფილო საუკეთესოდ აძლიერებს სპერმის რაოდენობას და ხარისხს _ დაახლოებით 6,5-8%.-ით. წითელი ფერის ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მიღება, განსაკუთრებით ტომატის, დაახლოებით 8-10%-ით ამცირებს სპერმის პათოლოგიურ ფორმას.

ამ კვლევის შედეგების გამოყენებას შეუძლია კორექტირება შეიტანოს იმ წყვილთა კვების რაციონში, რომელთაც აღენიშნებათ ჩასახვის სირთულე  მამაკაცის ნაყოფიერების დაქვეითების გამო.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%