თარიღი    დრო

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 16:14 04.12.2017 592

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ  შეხვედრები არაბეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, მის მოადგილეებთან და მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

ვიზიტი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, დელეგაციის შემადგენლობაში სსიპ „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და  კომერციული დირექტორი, ოთარ ჩიტეიშვილი იყვნენ.  ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავაც დაესწრო.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%