თარიღი    დრო

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

საქართველო, თბილისი - 12:23 04.12.2017 2040

შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა  სამინისტროს  შორის  ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი.

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

 კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს  შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას.

 ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ,  ამ მიმართულებით გატარებულმა  რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა  კვლავ  აქტუალურ პრობლემად რჩება. შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.  

 ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის  თავმჯდომარეა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.  საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე  და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების  უფლებამოსილება და  დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%