თარიღი    დრო

ბიბილოვი: რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველო, თბილისი - 14:19 04.10.2017 1904

სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება. ამის შესახებ ცხინვალის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა. ანატოლი ბიბილოვის თქმით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა მისი პრეზიდენტობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება. ძალაში დარჩება მხარეებს შორის დადებული ყველა შეთანხმებაც რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის კუთხითაც. დეფაქტო არჩევნების წინასწარი შედეგები არაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალურმა კომისიამ დღეს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ანატოლი ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 57, 98 პროცენტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური ცხინვალში აღარ ჩატარდება.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%