თარიღი    დრო

გიორგი მღებრიშვილმა დათა ქაჯაია მედლით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 09:54 04.06.2017 445

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელი, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ს წევრი, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია პირველი ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ პირადად დააჯილდოვა.

მიმდინარე წლის 2 აპრილს დათა ქაჯაია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიან ავტომობილებს შორის (TCR International Series) საერთაშორისო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის პირველი რბოლის გამარჯვებული გახდა.

„ყველას ვულოცავ სპორტის საერთაშორისო დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, როგორც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას. შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები არიან. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ მრავალ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,

- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრებს შორის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 16 მსოფლიო ჩემპიონი, 4 ევროპის ჩემპიონი და 2 გინესის რეკორდსმენია.

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%