თარიღი    დრო

ბოტოქსის ინექცია შეიძლება მხედველობის დაკარგვის მიზეზი გახდეს

საქართველო, თბილისი - 11:05 04.04.2017 1812

ამერიკელი ოფთალმოლოგები გვაფრთხილებენ, რომ გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური შემავსებლების (ფილერები) კანქვეშა ინექციამ თვალის გარშემო და შუბლის მიდამოში შეიძლება ბადურას იშემიური შეშუპება და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

ცხიმის, კოლაგენის, ჰიალურონის მჟავასა და სხვა გელისებრი ფილერების სახის კანქვეშ შეყვანა ძალიან პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა, რომლის მიზანია ნაოჭების ქვეშ მოცულობის შევსება და კანის გადასწორება. უმეტეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები მხოლოდ სისხლჩაქცევებისა და შეშუპებების სახით ვლინდება პრეპარატის შეყვანის ადგილზე.

ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ ფილერების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სახის შუა ნაწილში, მაგალითად, პირის გარშემო, თუმცა ექიმები მათ ხშირად თვალის გარშემო  და შუბლზე არსებული ნაოჭების საკორექციოდაც იყენებენ.

თვალის გარშემო კანის დაჩხვლეტისას კოსმეტიკური შემავსებელი შეიძლება შემთხვევით იქ არსებულ  წვრილ სისხლძარღვებში მოხვდეს, ამ გზით ბადურას ცენტრალურ არტერიამდე მიაღწიოს და მისი სისხლის მიმოქცევის ბლოკირება გამოიწვიოს. არტერიისა და მისი ტოტების ოკლუზიის შემთხვევაში პროგნოზი არასასურველია: 50%-ში მხედველობის სიმახვილე 0,01-მდე მცირდება, ხოლო 10%-ში სრული სიბრმავე ვითარდება, მხედველობის ნერვის შემდგომი ატროფიის გამო.

სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გართულებები იშვიათად გვხვდება, აუცილებელია მათი გათვალისწინება. თვალის გარშემო სისხლძარღვების რთული ქსელის არსებობის გამო ნებისმიერი ინექცია ამ არეში საფრთხის შემცველია თვალის ჯანმრთელობისთვის და მეტიც, სისხლძარღვების გამავლობის დარღვევამ შეიძლება მხედველობის შეუქცევადი დაკარგვაც გამოიწვიოს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%