ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ჩვენი შემდგომი ინტეგრაციისკენ ევროპაში, - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
„ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე და ამ ფონზე, როდესაც ჩვენი მოქალაქეებს აღარ მოუწევთ რიგში დგომა საკონსულოებთან, აღარ ინერვიულებენ ვიზებთან დაკავშირებით და დაუბრკოლებლად იმოგზაურებენ 90 დღის განმავლობაში ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში, დაათვალიერებენ, შეისწავლიან, გაიცნობენ იქაურ კულტურას, მიიღებენ განათლებას და ეს არის ძალიან სერიოზული შესაძლებლობა. ჩვენი ისტორიული ადგილი არის ევროპაში და ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რაც უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ დაგვირგვინდეს ჩვენი გაწევრიანებით ევროკავშირში, როდესაც გავხდებით სრულყოფილი წევრი ევროპული ოჯახის“ - განაცხადა დეპუტატმა.