უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია, მშვიდობის ხიდი და სატელევიზიო ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ.
ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში და ოთხ არაწევრ ქვეყანაში ექნებათ.