„ვფიქრობ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები, ახალი სივრცითი მოწყობა, ახალი საკონსტიტუციო მოწყობა იძლევა მყარ გარანტიებს ამ დღეებთან ერთად, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ვიზალიბერალიზაციას, რომ ჩვენი შვილები თვისობრივად ახალ საქართველოში იცხოვრებენ“- ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე გააკეთა. მისი თქმით, ესაა ქვეყნისთვის გარდამტეხი ეტაპი და განვითარების ახალი საფეხური.
შეგახსენებთ, რომ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება. გამზირის საფეხმავლო ნაწილი ევროკავშირის ფერებშია მორთული და ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს მრავალფეროვან გასართობს სთავაზობენ. ღონისძიება კიდევ ორი დღე გაგრძელდება.