კომპანია Sharp-ი უცხოელ ტურისტებს არაორდინალურ მომსახურებას სთავაზობს - მათ პატარა რობოტი Robohon-ის ქირაობა შეეძლებათ, რომელიც მათ იაპონიის დედაქალაქში სრულფასოვან გიდობას გაუწევს.
Robohon-ი ძალიან პატარაა, მისი ზონა დაახლოების სმარტფომის ზომას უტოლდება. რობოტს შეუძლია ტურისტს ნებისმერი ღირსშესანიშნაობის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. დაეხმაროს მათ გადაადგილებაში, ასევე - ფოტოგადაღებაში და შემდგომ მაილზე გაგზავნაში.
როგორც უცხოური მედია წერს, პირველი 20 რობოტი 25 აპრილიდან ხელმისაწვდომი იქნება ტოკიოს Haneda Airport -ში. რობოტი გიდის ქირაობა ერთი დღით 1500 ენიდანაა, რაც დაახლოებით 13 დოლარია.