საქართველოში გამთენიისას მიწისძვრა მოხდა. თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ქალაქ წალკაში, სოფელ ფარავანში სამი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ბიძგები რამდენიმე წუთის ინტერვალით განმეორდა.
მიწისძვრის სიმძლავრე პირველ შემთხვევაში 3,7 მაგნიტუდას, მეორე შემთხვევაში 3 მაგნიტუდას, მესამე შემთხვევაში კი 2,9 მაგნიტუდას შეადგენდა.