თარიღი    დრო

ხეხილისა და ვაზის საძირე ნერგები ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ გამოვა

საქართველო, თბილისი - 16:43 03.20.2017 298

21 მარტიდან სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ ხეხილისა (ვაშლი, მსხალი, ბალი) და ვაზის საძირე ნერგები იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ნერგები წარმოადგენს საუკეთესო თანამედროვე ჯიშებს, ფიტოსანიტარულად  სუფთა, უვირუსო  ნამყენებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპაქტური ზრდით,  მსხმოიარობის ადრეული დაწყებითა და მაღალპროდუქტიულობით.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ინფორმაციით, ამჟამად, სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შემდეგი ჯიშის ნერგები:

  • ვაშლი: აიდარედი, კეხურა, ფლორინა, როიალ გალა, ზამთრის ბანანი, ბრაბერნი, რაიკა, სევე, აჩაბეთურა; ვაშლის საძირე ნერგი (M9): გოლდენ დელიშესი "რეინდერსი", გრანი სმიტი, პინოვა, გალა ვენერა;
  • მსხალი: კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი;
  • ბალი: კოლტი-კორდია;
  • ვაზი საძირე ნერგი: 101-14mgt- ბერლანდიერი რუპესტრი, so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762  ბერლანდიერი რიპარია, richter100-   ბერლანდიერი რუპესტრი, 420 A  ბერლანდიერი რიპარია, 5 C  ბერლანდიერი რიპარია.

აღნიშნული ნერგების ღირებულება მერყეობს 1 ცალი - 0.75 ლარიდან - 4 ლარამდე, ხოლო შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.eAuction.ge და მაღაზიაში ,,კალათა“ (მისამართი:  მცხეთის რაიონი, სოფელი ჯიღაურა).




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%