თარიღი    დრო

მაია ბითაძე „Twinning”-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:24 03.20.2017 103

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ე.წ დაძმობილების (Twinning) პროექტი სახელწოდებით: ,,სამრეწველო დაბინძურებისა და  სამრეწველო რისკების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება". 

პროექტის პარტნიორ მხარეს ესპანეთის, ნიდერლანდების სამეფოს და ჩეხეთის კონსორციუმი წარმოადგენს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ევროკავშირის დელეგაციის, პროექტის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ბენეფიციარ და პარტნიორ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაზე იმსჯელეს.

პროექტის მიზანია დახმარება გაუწიოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამართლებრივი, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და პროცედურული ჩარჩოს შემუშავების გზით დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის ინტეგრირებული სისტემის დანერგვაში.

სამუშაო შეხვედრას პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს თანამშრომლები, ევროკავშირის დელეგაციის, პროექტის პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის (PAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%