თბილისში, დიდ დიღომში, აფთიაქი დააყაჩაღეს. გვიან ღამით რამდენიმე პირი მესამე მიკრორაიონში მდებარე GPC-ის ერთ-ერთი აფთიაქში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.
თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის დეტალები არ კონკრეტდება. სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.