თარიღი    დრო

ჩვენი განხილვის საკითხი იყო საკუთრებასთან დაკავშირებული დავა, შემდგომი პროცედურები სასამართლოს ფარგლებს გარეთაა - მოსამართლე ,,რუთავი 2"-ის საქმეზე

საქართველო, თბილისი - 16:00 03.17.2017 1557

,,რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის საქმის განმხილველი დიდი პალატის შემადგენლობაში იყო.

„დაელოდეთ დიდი პალატის დასაბუთებულ მოტივირებულ გადაწყვეტილებას, სადაც თქვენ ნახავთ ბუნებრივია იმ მოტივაციას, რატომ მივიდა დიდი პალატა ამ გადაწყვეტილებამდე და ბუნებრივია, ამის მერე შეიძლება იქნეს პასუხები გაცემული, როგორც სამოტივაციო ნაწილზე, ასევე სხვა დანარჩენ საკითხებზე. სამოსამართლეო ეთიკა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას წინასწარ აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის," - აღნიშნა ზურაბ ძლიერიშვილმა ,,რუსთავი 2” - თან საუბარში.

კითხვაზე, იყო თუ არა საკმარისი ორი დღე საქმის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლე ზურაბ ძლიერაშვილი ამბობს, რომ კოლეგიას არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვე ჰქონდა.

მისი თქმით, დიდი პალატის განხილვის საკითხი იყო საკუთრებასთან დაკავშირებული დავა და შესაბამისად, სასამართლომ თავისი სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა.

„ჩვენი განხილვის საკითხი იყო სწორედ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა. სასამართლომ თავის სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა. შესაბამისად, უკვე აღსრულების საკითხი და შემდგომ პროცედურები, ეს არის სასამართლოს ფარგლებს გარეთ.

მოსამართლემ შესაძლოა პოლიტიკური ზეგავლენით თუ სხვა გავლენებით მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. მითუმეტეს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების ნეიტრალური დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხების მიმართ,“ - აცხადებს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი. 




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%