თარიღი    დრო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაახლოებით 32 ათასი მოქალაქე გამოეთიშება

საქართველო, თბილისი - 21:40 03.16.2017 694

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ე.წ მეორე ტალღა, რომელიც აპრილიდან დაიწყება. ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება, ძირითადი განმსაზღვრელი კი, მათი შემოსავალი იქნება.

სამინისტროს ინიციატივით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ავტომატურად გამოეთიშება დაახლოებით 32 ათასი მოქალაქე, რადგან მათი ყოველწლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. ასეთი ბენეფიციარები,  ვალდებულები ხდებიან, რომ მხოლოდ კერძო სადაზღვევო პაკეტები შეიძინონ.

მინისტრის მიერ ჩამოთვლილი კატეგორიები, კიდევ ერთ, ყველაზე პრივილეგირებულ, მიზნობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. აქ შედიან 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და პედაგოგები. ახალი ცვლილებებით, მათთვის ამბულატორიული მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდება.

ისინი ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სერვისს სრულად მიიღებენ, პარალელურად კი, კერძო დაზღვევით შემავსებელი პაკეტითაც ისარგებლებენ.

ასეთივე პრივილეგია არ ექნებათ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. თუ ბენეფიციარის ყოველთვიური შემოსავალი ათას ლარზე მეტია, მაგრამ წლიური 40 ათას ლარს არ აღემატება, მაშინ ის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების შეზღუდული რაოდენობით ისარგებლებს.

შეზღუდვების დაწესება მიუღებელია კერძო კომპანიებისთვის. სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ საშუალო შემოსავლის მქონე პირები ე.წ დაშენებული პროდუქტით ვეღარ ისარგებლებენ, არ არის გამორიცხული, კომპანიებისთვის ფინანსურად დამაზარალებელი აღმოჩნდეს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 72.5%
შემცირდა 23.3%
არ შეცვლილა 4.2%