თარიღი    დრო

საქართველოს და იტალიას შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 14:28 03.02.2017 894

საქართველოს ხელოვანთა კავშირი "ხელოვნები მომავლისთვის", კლასიკური მუსიკის და ხელოვნების საერთაშორისო კომიტეტი  “მომავლის ვარსკვლავები" და იტალიის ქ. პეზაროს, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემია, ა/წ 12 - 19 მაისს, იტალიის ქ. პეზაროში ატარებს კლასიკური მუსიკის მე-6 საერთაშორისო კონკურსს „მომავლის ვარსკვლავები“ / FUTURE STARS 2017, რომელიც ეძღვნება საკონკურსო პროექტის „მომავლის ვარსკვლავების“ მე-10 საიუბილეო წლის და მაესტრო მარიო მელანის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს.

საქართველოს და იტალიის მხარეებს შორის გაფორმდა კულტურული ურთიერთთანამშრომლობის ერთწლიანი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარემ, მუსიკოსმა, ნინო კუპატაძემ და იტალიის ქ. პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ცნობილმა ქართველმა სოპრანომ ნინო ლეჟავამ.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, იტალიელი, გერმანელი, ირანელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი ნიჭიერი ვირტუოზი მუსიკოსები. საქართველოს და იტალიის მხრიდან საგანგებოდ მოწვეული საერთაშორისო ჟიურის მიერ ნომინირებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:  ერთწლიანი უფასო სწავლა იტალიის ქ. პეზაროს რ. ტებალდის და მ. დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიაში,  მაესტრო მარიო მელანის სახელობის პრიზი - 2 კვირიანი უფასო მასტერ-კლასები და კონცერტი, როსინის სახ. სიმფონიური ორკესტრის სპეციალური პრიზი - კონცერტებში მონაწილეობა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და 10 დღიანი უფასო მასტერ-კლასები ორკესტრის პირველ ვიოლინოსთან; ასევე მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში, მათ შორის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ერთწლიანი სტიპენდიები, ფულადი პრემიები და ექსკლუზიური სახელობითი ჯილდოები. პროექტს უკვე აქვს ფართო გამოხმაურება იტალიურ პრესაში.

იტალიის მე-6 საერთაშორისო კონკურსში საქართველოს მხრიდან მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭათ მხოლოდ საქართველოს ხელოვანთა კავშირის და "მომავლის ვარსკვლავების" რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების პრიზიორებს, განსაკუთრებით წარმატებულ მუსიკოსებs თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების სამუსიკო სასწავლებლებიდან, ვინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არამარტო რესპუბლიკურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. კონკურსი ტარდება მასტერ-კლასების გათვალისწინებით. გალა-კონცერტს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან მსოფლიო რანგის იმპრესარიოები, რომლებიც დააკვირდებიან ქართველ ვირტუოზ მუსიკოსებს და დაინტერესების შემთხვევაში,  მათ მიეცემათ უპრეცენდენტოდ საუკეთესო საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე დასამკვიდრებლად. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:39 გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი ზედაზენისგან - RC COLA - ს და RC Q უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო

17:31 ონლიაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალ წელს 100 მლნ დოლარის მოკრებას გეგმავს

16:28 “ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას სთავაზობს

12:12 ხაშურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%