თარიღი    დრო

ქართული ფილმი "სხვისი სახლი" პრესის საერთაშორისო აკადემიის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 12:19 03.01.2017 352

ლოს ანჯელესში პრესის საერთაშორისო აკადემიის რჩეულები გამოავლინეს. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ისეთი ცნობილი და აღიარებული ფილმები როგორებიცაა La La Land, Moonlight, The Salesman, Manchester by the Sea, Jackie, Hacksaw Ridge, Elle და ა.შ.

საუკეთესო დებიუტისთვის კი "სატელიტი" ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს გადასცეს ფილმისთვის "სხვისი სახლი".

"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენის, ევრაზიისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე.

პრესის საერთაშორისო აკადემია გლობალური ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი ჟურნალისტებისგან არის დაკომპლექტებული.

"სატელიტის" ჯილდო 1996 წლიდან გაიცემა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%