თარიღი    დრო

შსს-ს სპორტული კლუბის წევრი დათა ქაჯაია საერთაშორისო ჩემპიონატზე „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილით იასპარეზებს

საქართველო, თბილისი - 17:53 02.20.2017 518

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის წევრი დათა ქაჯაია TCR International-ზე ახალი ავტომობილით იასპარეზებს. ქართველი ავტომრბოლელი ჩემპიონატის 2017 წლის სეზონზე „ალფა რომეოს“ მარკის მანქანით გამოვა. სპორტსმენმა TCR ახლო აღმოსავლეთის ეტაპზე ახალი ავტომობილით უკვე იასპარეზა და ორივე რბოლა მე-2 ადგილზე დაასრულა.

ძარიანი ავტომობილებით რბოლის საერთაშორისო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონის გახსნა საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2 აპრილს გაიმართება. ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის 25-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 73.4%
შემცირდა 22.5%
არ შეცვლილა 4.1%