მედიის დაცვა შეუძლია მხოლოდ საზოგადოებას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, არანაკლები პრობლემაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება GDS-ის თანამშრომლების მიერ.
„მე ვიცავ ნებისმიერ მედიასაშაულებას, რომელიც არ არის კონტროლირებადი ხელისუფლებისგან, „იმედი“ და „მაესტრო“ ასევე იყო ჩვენი მხრიდან დაცული 2007 წელს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება GDS-ის თანამშრომლების მიერ, ივანიშვილის მიერ, არის არანაკლები პრობლემა, ვიდრე „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავა. ამიტომ მე დღეს აქედან საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლებასაც ვიცავ. საქართველოში არის ელექტრონული მედიასაშუალებები, ტელევიზიები, სადაც ზოგს დიდი გამოცდილება აქვს ხელისუფლებასთან გამკლავების, როგორც „რუსთავი 2“-ს, ასევე, რუსთავი 2“-ს აქვს გამოცდილება ხელისუფლებასთან ლამის შეზრდის სააკაშვილის დროს - ეს ყველაფერი იყო, მაგრამ მთავარია ის, რომ ყველა მედიასაშუალება არის დასაცავი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.