თარიღი    დრო

კარგია, რომ დღეს ყველანაირი საფრთხე არის აღმოფხვრილი - გიორგი კახიანი

საქართველო, თბილისი - 16:16 02.17.2017 462

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ქვეყანაში „უცნაური და არანორმალური პროცესები მიმდინარეობს“, ამბობს, რომ ინტერპრეტაცოები არ უნდა მოხდეს.

“ნებისმიერი ჩვენთაგანი ვწუხვართ იმ მოვლენების გამო, რომელიც ამ დღეების განმავლობაში განვითარდა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა ყველაფერი ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, რათა თეორიულად შესაძლო დანაშაულები ყოფილიყო აღკვეთილი. კარგია, რომ დღეს ყველანაირი საფრთხე არის აღმოფხვრილი“, - აღნიშნა კახიანმა.

მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან ამ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არ გაკეთებულა. 

“თავდაპირველად და შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ურთიერთგამომრიცხავი არაფერია. როცა საზღვარზე ხდება პირის დაკავება, რომელსაც აღმოაჩნდა მომწამლავი ნივთიერება და ყველასათვის ცნობილია, რომ ეს პირი მიემგზავრებოდა იქ, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა, ბუნებრივია, სახელმწიფო ამ შემთხვევაში ვალდებულია, რომ ყველანაირი საფრთხისგან დაიცვას თავი. ეს მოხდა და ეს გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%