თარიღი    დრო

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული განცხადებების დეტალურად შესწავლას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:54 02.17.2017 95

სახალხო დამცველი. ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული განცხადებების დეტალურად შესწავლას გეგმავს. მისი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ამ საჯარო გამოსვლებით დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმცია.

უჩა ნანუაშვილი ბრალდების მხარისგან, საქმის შესახებ, დამატებითი დეტალების გასაჯაროებას, დაცვის მხარისთვის კი გაუთქმელობის პირობის გაუქმებას მოითხოვს.

"პირველივე დღიდანვე მეორე მხარის მხრიდან ვრცელდება საკმაოდ დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. საუბარია ბრალდების მხარეზე. ანუ, აქ სწორედ თანასწორუფლებიანობის დარღვევაზეა საუბარი, ისევე, როგორც უდანაშაულობის პრეზუმციის. სასულიერო პირზე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ბრალდებულისგან,  არ ყოფილა საუბარი საერთოდ, თუმცა, რატომ გაჩნდა ეს ჩანაწერი და ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ეს ალბათ არის ის საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მათ შორის ის, თუ როგორ მოხდა, რომ თანამდებობის პირებს ქონდათ ასეთი ამომწურავი ინფორმაცია და რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული," - აცხადებს ომბუდსმენი. 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 64%
შემცირდა 30.7%
არ შეცვლილა 5.3%