თარიღი    დრო

შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:15 02.14.2017 1337

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო. წვევამდელთა შემკრებ-განამაწილებელ პუნქტში ახალწვეულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი დახვდნენ.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალწვეულებს გენერალური შტაბის უფროსი პირადად გაესაუბრა და წვევამდელთა სისტემის ახალი პირობების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.

სავალებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად და თვისობრივად განსხვავდება. ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან.

სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

განახლებული სამხედრო სავალდებულო სამსახური უზრუნველყოფს წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:39 გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი ზედაზენისგან - RC COLA - ს და RC Q უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო

17:31 ონლიაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალ წელს 100 მლნ დოლარის მოკრებას გეგმავს

16:28 “ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას სთავაზობს

12:12 ხაშურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%