თარიღი    დრო

ჯანდაცვის მინისტრი სიხისტით ხვდება ალტერნატიულ შეთავაზებებს, ვნახოთ, დაინტერესდება თუ არა, ელ.ჯანდაცვის სისტემით, - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 13:38 01.24.2017 1899

 „ჯი-ეიჩ-ენი“ ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის ექსპერტს, მედიცინის დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს.

სერგო ჩიხლაძე: ელექტრონული ჯანდაცვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე რამდენიმე, თუნდაც არაკეთილსინდისიერი კლინიკის დასჯა, რაც ვერ გადაწყვეტს ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს. ელ. ჯანდაცვის დანერგვით შესაძლებელია,  რამდენიმე საკვანძო პრობლემის აღმოფხვრა და მოგვარება, მათ შორის,  კლინიკების მიერ თანხების გაბერვის და არამიზნობრივად ხარჯვის პრობლემისაც. 

- როგორც იცით, დავით სერგეენკომ კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ახალი კონტრაქტები გაფორმდება მხოლოდ იმ კლინიკებთან, ვინც სახელმწიფო მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. საავადმყოფოების ნაწილს არსებული ვითარების გამოსასწორებლად ბოლო შანსი ეძლევა, თუმცა ნაწილთან გადაწყვეტილება კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. როგორ ფიქრობთ, რამდენად დროულია  ეს ინიციატივა,  რამდენად ეფექტური იქნება ის და რამდენად აღმოფხვრის მსგავსი მიდგომები  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ხარვეზებს?

- ეს ინიციატივა დროული ნამდვილად არ არის, პირიქით, დაგვიანებულიცაა. კლინიკების მიერ გადახარჯვის ფაქტებზე და საფრთხეებზე 2 წლის წინ ვეუბნებოდი მეც და სხვა სპეციალისტებიც მინისტრსაც და სამინისტროს, ზოგადად. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში მინისტრი ჯიუტად უარყოფდა სისტემაში ნაკლოვანებების არსებობას და განსაკუთრებული სიხისტით ხვდებოდა ნებისმიერ კრიტიკასა და ალტერნატიულ შეთავაზებებს, რომლებიც მიმართული იყო ჯანდაცვის სფეროს გასაუმჯობესებლად. პრობლემა გაცილებით ღრმაა და კომპლექსური, ვიდრე მხოლოდ ზოგიერთი კლინიკის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფინანსების განკარგვა.

სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს პირდაპირი პასუხისმგებლობაა სწორი პოლიტიკის შემუშავება და გარემოს შექმნა, სადაც მსგავს მანიპულაციებს მინიმუმადე შეამცირებს.

- ამბობთ, რომ ეს საკმარისი არ არის. რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო რომ ჯანდაცვა გამართულად ფუნქციონირებდეს და თუნდაც ხარჯთეფექტური გახდეს? მოგეხსენებათ, რომ 2016 წელსაც ისეთივე გადახარჯვა იყო საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში, როგორც 2015 წელს.

- გამოვყოფდი სამ ძირითად პრობლემას, რომლებსაც ვერ მოევლო ბოლო 3 -4 წლის განმავლობაში. ესენია: სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ფინანსური ხარჯთეფექტურობის პრობლემის მოგვარება და ექიმების კვალიფიკაცია. ყველა ეს ფაქტორი ურთიერთგადაჯაჭვულია და დაყოფა პირობითია, რა თქმა უნდა.

გასატარებელ ღონისძიებებში გამოვყოფდი შემდეგ ნაბიჯებს: ელექტრონული ჯანდაცვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება და დანერგვა, ე.წ. e-health-ის დანერგვა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირება და ექიმების დიპლომის შემდგომი განათლების სფეროს მოწესრიგება.  განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.

-   ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა, რისი გარანტიაა?

- ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვით შესაძლებელია  ჯანდაცვის სფეროში უფრო დროული და ზუსტი ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე დაავადებებზე კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმების გამარტივება. ეს ტექნოლოგიები ქმნის საფუძველს  დისტანციური სწავლებისა და საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის. მეტიც, ელექტრონული ჯანდაცვის გამოყენების წყალობით და სანდო მონაცემების შექმნით შესაძლებელია ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სფეროში  სხვადასხვა პროგრამების სწორ და ეფექტურ დაგეგმარებას.  ასევე, შესაძლებელი გახდება ჯანდაცვის სისტემების დეცენტრალიზება და ცალკეულ რგოლებს შორის ეფექტური კოორდინაცია, აგრეთვე გაიზრდება დაგეგმარების ეფექტურობა, საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომსახურების მიწოდება. ანუ, მხოლოდ ამ სფეროს რეფორმირებით შესაძლებელია რამდენიმე საკვანძო პრობლემის აღმოფხვრად და მოგვარება, მათ შორის,  კლინიკების მიერ თანხების გაბერვის და არამიზნობრივად ხარჯვისაც!  თუმცა, ეს საკმაოდ დიდი თემაა სასაუბროდ. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო ძირფესვიანად დაინტერესდება ამ სფეროს რეფორმებით.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 64.8%
შემცირდა 29.6%
არ შეცვლილა 5.6%