თარიღი    დრო

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველო, თბილისი - 09:02 01.01.2017 1916

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალიში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს. პირდაპირი ჩართვა ავღანეთიდან და მალიდან, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან განხორციელდა.

ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ახალ წელს გილოცავთ, წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას გისურვებთ. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ დიდი საქმისთვის, რასაც თქვენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ასრულებთ. თქვენი საქმიანობა არა მარტო მსოფლიოსთვის, არამედ პირველ რიგში საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი შვილებისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლი დავაფასოთ.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, მნიშნელოვანი რეფორმები დავიწყეთ, იმისთის რომ ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნა ავამაღლოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გავხდეთ. ის მოტივაცია და ძალისხმევა, რაც ავღანეთში ყოფნისას თქვენში დავინახე, მინდა აქაც მაღალ დონეზე იყოს შენარჩუნებული იმ პირობების უზრუნველყოფით, რაც ღირსეულ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ყოფნა საერთაშორისო მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია.

"გილოცავთ ახალ წელს, მინდა წარმატება და ბედნიერება გისურვოთ თქვენ ოჯახებთან ერთად. თქვენი ოჯახის წევრები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ. სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და შეიარაღებული ძალები თქვენს გვერდით ვართ. ღმერთი იყოს თქვენთან“ - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენცია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან განხორციელდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ და მალი ბამაკოში იმყოფებიან.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:39 გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი ზედაზენისგან - RC COLA - ს და RC Q უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო

17:31 ონლიაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალ წელს 100 მლნ დოლარის მოკრებას გეგმავს

16:28 “ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას სთავაზობს

12:12 ხაშურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%