თარიღი    დრო

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის სისტემაში კრიზისი სულ უფრო გაღრმავდება

საქართველო, თბილისი - 11:47 12.12.2016 1677

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტების გადასარჩენად, პროგრამას წლის ბოლომდე 40 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება. მისი განმარტებით, წლის ბოლომდე 40 მლნ ლარის დამატებითაც კი ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ ისტუმრებს. ეს კი, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

“პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდა პირდაპირ აისახება ჯანდაცვაზე გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე. გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ 39.7%-დან (2013) 44.1%-მდე (2015) გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან. იგივე ტენდენცია აჩვენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ერთობლივმა კვლევამაც, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება. ივანიშვილის მთავრობა აპირებს, შექმნილ კრიზისს იმგვარი არასისტემური ნაბიჯებით უპასუხოს, რომელიც პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს. ისინი უარს ამბობენ საყოველთაობაზე, მაგრამ ისე, რომ სადაზღვევო სექტორს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, რასაც მოყვება ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების კიდევ უფრო გაძვირება. ფინანსური პრობლემები შეექმნება საავადმყოფოების ნაწილსაც. ვიდრე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები არ დაბრუნდებიან, ეს კრიზისი სულ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.6%
შემცირდა 18.9%
არ შეცვლილა 3.5%