თარიღი    დრო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბუქარესტში ირბ-ის თასზე ითამაშებს

საქართველო, თბილისი - 09:00 06.04.2010 891

დღეს, 4 ივნისს, საქართველოს ნაკრები ბუქარესტში გაემგზავრება და ირბ-ის ერთა თასზე ითამაშებს. რუმინეთის დედაქალაქში გადახალისებული შემადგენლობა წავა, რადგან მორაგბეთა ნაწილი ტრავმების და სხვადასხვა პრობლემის გამო ნაკრების დახმარებას ვერ ახერხებს.

დღეს რაგბის კავშირში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ უპასუხეს. საქართველოს ნაკრების პირევლი მეტოქე 11 ივნისს შოტლანდიის A-ნაკრები იქნება. 15 ივნისს "ბორჯღალოსნები" იტალიის A-ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 20 ივნისს კი ნამიბიასთან ითამაშებენ.

"საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 4 ივნისს ბუქარესტში ირბ-ის ერთა თასზე მიემგზავრება, სადაც გუნდს მართლაც სერიოზული ტურნირი ელის. შოტლანდიისა და იტალიის "ა" ნაკრებებთან და ნამიბიის ეროვნულ გუნდთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. ახლა დროის ისეთი პერიდოია, რომ უძლიერესი მორაგბეების შეკრება ვერ მოვახერხეთ. და ამიტომ ბუქარესტში უახლოესი რეზერვს გამოვცდით, ანუ იმ კონტიგენტის მოთამაშეებს დავაკვირდებით, რომლებსაც 2011 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდის განაცხადში მოხვედრის შანსი აქვთ", - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, უკვე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრეში, თბილისს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ეროვნული ნაკრებები ეწვევიან და ჩვენს გუნდთან ტესტ-მატჩებს გამართავენ.

 




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%