თარიღი    დრო

საქართველოს პრეზიდენტი მეორე ტურში ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 12:55 10.30.2016 649

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე დღის თორმეტ საათზე მისცა.

სახელმწიფოს მეთაურმა ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და მეორე ტურში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წარმატება უსურვა.

"მივესალმები საქართველოს ამომრჩევლებს. მოვუწოდებ მათ აქტიურები იყვნენ დღესაც, ისევე როგორც 8 ოქტომბერს; მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ საკუთარი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 65.1%
შემცირდა 29.4%
არ შეცვლილა 5.5%