თარიღი    დრო

ცესკო: ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 12:36 10.30.2016 848

ცესკო მარნეულის №50-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

,,ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელების მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენი შემოწმებით არ დადასტურდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და შედეგად მარნეულის №50-ე უბანზე დაფიქსირდა ერთი შემთხვევა,- როდესაც კომისიის წევრმა საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს მიუთითა გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და ისე მოეთავსებინა კონვერტში.  

დილიდან 50-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და „თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ და კომისიის წევრებს ხელს უშლიდნენ მათი საქმიანობის განხორციელებაში. მათ რამდენჯერმე მიეცათ გაფრთხილება, რის შემდეგაც დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, არ შეუშალონ ხელი კენჭისყრის მიმდინარეობას. ჩვენ, ასევე მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს”, - ნათქვამია განცხადებაში.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%