თარიღი    დრო

გიორგი აბაშიშვილმა ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი" კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა

საქართველო, თბილისი - 12:39 10.02.2016 1533

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბათუმში

,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი“  კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა და კონკურსის მონაწილეებს მიმართა.

 

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა,  აღნიშნული  კონკურსი  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის  “დემოკრატიის ლაბორატორია” ორგანიზებით ჩატარდა და იგი პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც  თითოეული  ამომრჩევლის საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო,  სამოქალაქო აქტივობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელებმა მიიღეს.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გაემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად.

მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად.

მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.

კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა მოამზადეს ვიდეო საარჩევნო აქტივობის თემაზე. 
მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.
მესამე ეტაპზე, დღეს კი, გაიმართება კაპიტნების კონკურსი, სლოგანების კონკურსი და საჯარო გამოსვლების კონკურსი.

დღესვე, ბათუმში კონკურსის ფინალისტებს  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%