თარიღი    დრო

მაგთიკომმა ბაზარზე ახალი პროდუქტი „ჩემები” გამოიტანა

საქართველო, თბილისი - 15:42 09.12.2016 5040

“მაგთიკომმა” “კავკასუს ონლაინის” აქტივების შეძენის შემდეგ მომხმარებელს პირველი პროდუქტი შესთავაზა – „ჩემები”, რომელიც ინტერნეტის, ტელევიზიის და მობილური სერვისების კომბინაციის შედეგად შეიქმნა.

კომპანიის ცნობით, მათ, ვისაც მაგთის ინტერნეტი ან IP ტელევიზია აქვს, „ჩემები“საშუალებას აძლევს ისარგებლონ ექსკლუზიური პირობით მობილურზე: აირჩიონ ოჯახის მაქსიმუმ 4 წევრი და ისაუბრონ ერთმანეთთან ულიმიტოდ, თითო წევრზე თვეში მხოლოდ 1 ლარად. 

მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ახალი შეთავაზება მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული. 

აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომი“ საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს და მომხმარებელს მომსახურებას  მსოფლიოში არსებული ყველა  ტექნოლოგიით სთავაზობს:  2 ტიპის ინტერნეტი  - მობილური და ოპტიკურ-ბოჭკოვანი; 2 ტიპის ტელევიზია - სატელიტური და IPTV; 2 ტიპის ფიქსირებული ტელეფონია - რადიო და საკაბელო; მობილური ტელეფონია - რომელიც მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა,  მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით - 4.5G LTE Advanced ქსელით ისარგებლონ.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%