თარიღი    დრო

აღმოჩენა - დედამიწაზე სიცოცხლის საწყის ერთუჯრედიან ორგანიზმი

საქართველო, თბილისი - 18:55 08.05.2016 2467

ეცნიერებმა შესაძლოა მიაგნეს დედამიწაზე არსებული ყველანაირი სიცოცხლის საერთო წინაპარს, ე. წ. ლუკას.

ეს წინაპარი ერთუჯრედიანი, ბაქტერიის მსგავსი ორგანიზმი იყო, რომელსაცუკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი (Last Universal Common Ancestor ან Luca) უწოდეს. მისი დახმარებით, მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე ძალიან ადრეულ ეტაპზე.

მეცნიერებს შეეძლებათ პასუხი გასცენ კითხვას, მართლაც წყლის უკიდურეს სიღრმეებში წარმოიშვა სიცოცხლე თუ სადღაც, უფრო პატარა გუბურებში.

მკვლევრებმა თანამედროვე მიკრობების 2000-მდე გენის შესწავლა დაიწყეს, იკვლევენ მათ მიერ განვლილ ეტაპებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის შემდეგ, რის შემდეგაც შესაძლოა ყველა მათგანის საერთო წინაპრამდე, ლუკამდე მივიდნენ.

ლუკა დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა და თანდათან ორი განსხვავებული მარტივი უჯრედი წარმოწმნა: ბაქტერია და არქეა. თუ ეს ასე მოხდა, შესაძლოა გადაიჭრას საკმაოდ დიდი პრობლემა იმის შესახებ, რომ სიცოცხლის სამ სფეროს, რომელთა შორისაა ბაქტერია, არქეა და ეუკარიოტები, რომლებიც მცენარეებსა და ცხოველებშია — არაფერი ეტყობა იმისა, რომ სიცოცხლის ერთი საწყისი ჰქონდათ. 

მეცნიერებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა გამოიკვლიონ 355 გენი, რომლებიც როგორც ჩანს, სათავეს ლუკადან იღებენ. ორგანიზმი სავარაუდოდ ზღვის სიღრმეებში ცხოვრობდა, სადაც მასზე ზემოქმედებას ახდენდა ოკეანის ფსკერიდან ამოფრქვეული მეტალისა და გაზის ნაერთები. 

Nature Microbiology-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის სიტყვებით, ლუკა იყო „ანაერობული, CO2-ზე დაფუძნებული, ვუდ-ლიუნგდალის გზაზე (ბიოქიმიური რეაქციები, რომლებსაც ზოგიერთი ბაქტერია და არქეა იყენებს) დამოკიდებული, N2-ის შემცველი და თერმოფილური“.

ოკეანის ღრმა ხვრელები დღესაც ხელსაყრელი გარემოა სიცოცხლის უცნაური, ეგზოტიკური და ექსტრემალური ფორმების განვითარებისათვის. მიჩნეულია, რომ სწორედ იქ დაიწყო პირველად სიცოცხლე დედამიწაზე. ამ თეორიას ამყარებს ლუკას შემადგენელი მრავალი გენიც, რომლებიც მხოლოდ უკიდურესად მაღალი ტემპერატურის მქონე ადგილებშია აღმოჩენილი. 

ლუკა საკმაოდ კარგადაა შესწავლილი თავის გარემოში, თუმცა მას კიდევ აკლდა ის გენები, რომლებიც სიცოცხლისათვის ესაჭიროებოდა, რის გამოც ის „ნახევრად ცოცხალი“ რჩებოდა და შესაბამისად, სიცოცხლის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე იმყოფებოდა. 

მეცნიერთა ნაწილი აღნოშნულ სურათს ეჭვქვეშ აყენებს და მიაჩნია, რომ ლუკა სიცოცხლის განვითარების გრძელი გზის მხოლოდ ადრეული ეტაპი იყო. მათივე მოსაზრებით, შესაძლოა სიცოცხლე სულაც არ დაწყებულა ზღვის ღრმა ხვრელებში და იქ სულ სხვა გზით აღმოჩნდა, მაგალითად მეტეორიტების წყალობით, რომლებმაც დედამიწაზე სიცოცხლის ფორმები შემოიტანეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%