,, ჩველ არასოდეს დაგვიმალავს, რომ კორცხელში მონაწილე ადამიანები იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, ბევრი პარტიის წევრია“ - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გააკეთა.
კალაძემ კორცხელის ინციდენტის რამდენიმე აქტიური მონაწილის სამეგრელოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფნა ახსნა.
„კორცხელში მონაწილე ადამიანები იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, ამაზე ჩვენ ღიად გავაკეთეთ განცხადება. ბევრი პარტიის წევრია, ზოგი მხარდამჭერია და ა.შ. რა თქმა უნდა სპორტსმენებზე ვსაუბრობ,“-განაცხადა კალაძემ.