მმართველი გუნდის წევრ გია ვოლსკის ინფორმაციით, იგორ გიორგაძესა და თემურ ბასილიაზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა ინტერპოლის ახალმა შიდა რეგულაციებმა გამოიწვია.
მისი განმარტებით, ინტერპოლმა შეცვალა შიდა რეგულაციები და თუკი პირს რომელიმე ქვეყანა თავშესაფარს აძლევს, მას ძებნილთა სიიდან იღებს.
„რეგულაცია შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა არაფერი იგორ გიორგაძის მიმართ საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების დამოკიდებულებაში. მის მიმართ პრეტენზია კვლავ არსებობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძე და თემურ ბასიალია ძებნილთა სიიდან ამოიღეს.