თარიღი    დრო

‘’ლეგენდა ტარზანზე’’ მსოფლიო პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში

საქართველო, თბილისი - 11:17 07.04.2016 2399

კინომანებს დიდ ეკრანებზე წვიმიანი ლონდონიდან ჯუნგლებში დაბრუნებული ტარზანის ახალითავგადასავლები ელის. “ჯუნგლების წიგნის” შემქმნელების ახალი ნამუშევრის-‘’ლეგენდა ტარზანზე’’ მსოფლიო პრემიერა საქართველოს კინოთეატრებშიც შედგა.

როდესაც სხვა ბავშვები თანამედროვე სათამაშო მანქანებითა და ჯარისკაცებით  ერთობოდნენ, ტარზანი ხის ჯოხებითა და ძვლებით თამაშობდა. სირთულეების მიუხედავად მან ჯუნგლებში ცხოვრება შეძლო.  ერთხელაც ტარზანს გოგონა შეხვდა, რომელმაც კულტურული ჩვევები ასწავლა და ჯუნგლებიდან ურბანულ ქალაქში  ჩამოიყვანა.  ლონდონში ცხოვრებისას ტარზანი ხვდება, რომ მის ყოფილ სახლში ყველაფერი რიგზე არ არის და ჯუნგლებში ბრუნდება, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მეგობრები უსაფრთხოდ არიან. 3D ნამუშევრის ხილვის საშუალება Imax-ის ყველაზე შთამბეჭდავ ეკრანზე ივლისის განმავლობაში შეგიძლიათ.

ფილმი,  რომლის ბიუჯეტი 180 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, კომპანია ‘’Dark Horse Comics’’ -ის  მოტივებზეა გადაღებული და მთავარ როლებს ალექსანდრ სკარსგარდი, მარგო რობი, ელა პერნერი, სამუელ ელ ჯექსონი და სხვა ცნობილი მსახიობები ირგებენ. 

“ლეგენდა ტარზანზე” საქართველოს კინოთეატრებში დამდნარი ფასებით შეგიძლიათ ნახოთ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%