ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბანკო ზედამხედველობის ახალი სამსახურის საქმიანობის შეჩერებით, ხელისუფლება გახარებულია, რადგან ამით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
,,საკონსტიტუციო სასამართლომ საბანკო ზედამხედველობის ახალი სამსახურის საქმიანობა შეაჩერა. დიდი ალბათობით მთელ საკანონმდებლო ცვლილებებსაც არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს რამდენიმე თვეში.
არ გავიდა ვიღაცის ახირება.
ეს საზოგადოების დიდი გამარჯვებაა.
გახარებულია უპასუხისმგებლო მთავრობა, გახარებულია მორჩილი პარლამენტი, ამოისუნთქეს დაქირავებულმა ექსპერტებმა.
იტყვიან, ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, დანარჩენი საკონსტიტუციოს ხელშიაო. ჩვენ ხელები დაგვიბანიაო.
არ გამოვა ხელები სუფთად დაბანილი. არა ხართ ღირსი, რომ ხელი ჩამოგართვან.
დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ულოცავთ ამ ხანგრძლივი და შეურაცმყოფელი პროცესის დამთავრებას. თუ შამპანურს აწევთ ჩუმად, ჩვენც მოგვიხსენიეთ. პატარა წვლილი ჩვენც მიგვიძღვის თქვენს განთავისუფლებაში”, -წერს facebook-ის საკუთარ გვედრზე ექსპერტი.