საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3915 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.
სებ-ის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7203 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7222 ლარს შეადგენდა.